სერვისები

სერვისები

ცენტრში შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება:

რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი 0-დან 18 წლამდე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერია; პროგრამის ფარგლებში თქვენ მოგემსახურებათ: 👉 რეაბილიტოლოგი; 👉 ფიზიკური თერაპევტი; 👉 ენისა და მეტყველების თერაპევტი; 👉 ოკუპაციური თერაპევტი; 👉 ფსიქოლოგი; 👉 ქცევის თერაპევტი; 👉 ნევროლოგი; ❓ რა არის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა? - მომსახურება, რომელიც გულისხმობს ბავშვის სპეციფიკურ რეაბილიტაციას და აბილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ❓ ვისთვის არის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა? - 3 წლისა და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის. აგრეთვე ამავე მდგომარეობის მქონე (შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის არმქონე) 3 წლამდე ასაკის ბავშვისათვის. ❓ რა შედის მომსახურებაში? - ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა; - თერაპიული კურსი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველებისა და ენის თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის მომსახურებას, ქცევით თერაპიას; - მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, კანონიერ წარმომადგენელთა განათლება; - ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია სოციალური დაცვა ექიმის მეთვალყურეობა, რაც მოიცავს ასევე ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას; - საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება; - რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.

🔵ბავშვთა რეაბილიტაცია

აბილიტაციის ქვე პროგრამა

ოკუპაციური თერაპია სენსორული თერაპია

ფიზიკური თერაპია, არტ თერაპია

სასკოლო მზაობის ჯგუფი

იმიტირებული გაკვეთილები

ფსიქოლოგის კონსულტაცია

აბილიტაცია

ABA თერაპია

სპეციალური მასწავლებლის მომსახურება

მეტყველების თერაპია

ფიზიკური თერაპია