შფოთვითი აშლილობა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა,რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება შეგხვდეს,მათ შორის ბავშვებშიც.

🔵კერძოდ რაში გამოიხატება ის? შფოთვითი აშლილობა გულისხმობს ისეთ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ბავშვის ნორმალური განვითარების შეფერხებას განაპირობებს. ფსიქოლოგიურ ჭრილში შფოთვა შეიძლება ვლინდებოდეს მოუსვენრობის, გადაჭარბებული ნერვიულობის, შიშისა და ნეგატიური რწმენების არსებობით.

📝შფოთვითი აშლილობებს სხვადასხვა გამოვლინებები ახასიათებს,ეს შეიძლება იყოს ფობიები,განშორების შფოთვითი აშლილობა,სოციალური ქცევითი აშლილობა,აგორაფობია და პანიკური შეტევები.

🔵ფობიების დროს,ბავშვებს ახასიათებთ მუდმივი შიში საგნების ან სიტუაციების,რომელიც რეალურად არ არის საფრთხის შემცველი. განშორების შფოთვითი აშილობისის მთავარი მახასიათებელი მშობელთან ან სხვა მნიშნველოვან პიროვნებასთან განშორების გადაჭარბებული შიშია.ამ დროს ბავშვებს უჭირთ სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია,რადგან მუდმივი სურვილი აქვთ მშობლებთან ან მნიშვნელოვან პიროვნებასთან ყოფნის.მაშინაც კი,როცა მშობელთან ერთად არიან,მუდმივად ებღაუჭებიან მას.

🔵ამ აშლილობის დროს ბავშვის შიში დამყარებულია დახმარების დროულად ვერ მიღების, ანუ სახლისგან მოშორებით ყოფნის შიშთან. პანიკური აშლილობის დროსაც, შფოთვა უსაფუძვლოა და გამოხატულია, განმეორებადი პანიკის შეტევებში, რომლებიც გარემოს ზეგავლენისგან დამოუკიდებლად აღმოცენდება და შესაბამისად, რთულია ამ ქცევის კონტროლი და პროგნოზირება.

🔵აღნიშნული ყველა გამოვლინება, განსხვავებულ დისფუნქციებს, ქცევით პრობლემებს იწვევს. როგორც ზემოთაა აღნიშნული, ბავშვს შინაგანად უჭირს მუდმივ სტრესთან, შფოთვასთან გამკლავება, რაც შესაბამისად ხელს უშლის ადაპტირდეს სოციალურ გარემოსთან, მოერგოს სკოლას, თანაკლასელებს. ერთი შეხედვით შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ამ აზრების და შფოთვის დაძლევა მარტივია, თუმცა საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას