წორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში.
კვებითი აშლილობები მრავლადაა ტიპური განვითარებისა და განვითარების გარკვეული დარღვევების მქონე ბავშვებში, როგორიცაა აუტიზმი ან ცერებრული დამბლა, ასევე ხშირია კვებითი დარღვევები ემოციური აშლილობისა და სამედიცინო პრობლემების არსებობის დროს.
როდესაც ვსაუბრობთ კვებით აშლილობებზე საინტერესოა განვსაზღვროთ თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინის ქვეშ. ესენია: დისფაგიის შედეგად გამოწვეული გართულებული კვების პროცესი, წოვის, ყლაპვისა და ღეჭვის დისფუნქცია, ნეოფობია – რაც ახალი საკვების მიმართ შიშს გულისხმობს, კვებითი აჩემებები.
იმისათვის, რომ აღმოვფხვრათ კვებითი დარღვევები
ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
მიმართეთ ენისა და მეტყველების თერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესზე მუშაობაში
ჩართეთ პროცესში ოჯახის ყველა წევრი
გახადეთ კვება სოციალური და სასიამოვნო პროცესი
ხშირად შესთავაზეთ ბავშვს ახალი საკვები
მოაწესრიგეთ კვების გარემო და განრიგი
დაიცავით დისციპლინა კვების პროცესის დროს.
გამოავლინეთ მხარდაჭერა