რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი 0-დან 18 წლამდე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერია;
პროგრამის ფარგლებში თქვენ მოგემსახურებათ:
👉 რეაბილიტოლოგი;
👉 ფიზიკური თერაპევტი;
👉 ენისა და მეტყველების თერაპევტი;
👉 ოკუპაციური თერაპევტი;
👉 ფსიქოლოგი;
👉 ქცევის თერაპევტი;
👉 ნევროლოგი;
❓ რა არის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა?
– მომსახურება, რომელიც გულისხმობს ბავშვის სპეციფიკურ რეაბილიტაციას და აბილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
❓ ვისთვის არის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა?
– 3 წლისა და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის.
აგრეთვე ამავე მდგომარეობის მქონე (შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის არმქონე) 3 წლამდე ასაკის
ბავშვისათვის.
❓ რა შედის მომსახურებაში?
– ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა;
– თერაპიული კურსი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველებისა და ენის თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის მომსახურებას, ქცევით თერაპიას;
– მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, კანონიერ წარმომადგენელთა განათლება;
– ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია სოციალური დაცვა
ექიმის მეთვალყურეობა, რაც მოიცავს ასევე ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას;
– საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება;
– რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.